|
2020-12-29 12:59:21, 812 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანის განმარტებით, მომდევნო წელს ვალი დაახლოებით, 2 მილიარდ 479 მილიონი ლარით გაიზრდება
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რომ მომდევნო წელს ვალი რეალურად, არა 5 მილიარდ 279 მილიონით, არამედ დაახლოებით, 2 მილიარდ 479 მილიონი ლარით იზრდება. მისი თქმით, მომდევნო წელს საერთაშორისო პარტნიორებიდან საბიუჯეტო დახმარების სახით, ქვეყანა მიიღებს 2 მილიარდ 178 მილიონ ლარს, საინვესტიციო კრედიტების სახით, მილიარდ 451 მილიონ ლარს, ამავდროულად, დაიფარება გასულ წლებში აღებული ვალები მილიარდ 110 მილიონი ლარის ოდენობით. როგორც მან აღნიშნა, მომდევნო წელს არ ხდება არც საშინაო ვალის წმინდა ზრდა. „ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად მიღებული რესურსი მოხმარდება წინა წლების ფასიანი ქაღალდების დაფარვას. შედეგად, ჯამურად განხორციელდება არა ვალის ზრდა, არამედ მისი დაფარვა 40 მილიონი ლარის ოდენობით. ანალოგიური მდგომარეობაა ევრობონდების შემთხვევაშიც. მომდევნო წელს განხორციელდება 500 მილიონი დოლარის ევრობონდების გამოშვება, რაც მილიარდ 650 მილიონი ლარია და ამ თანხით განხორციელდება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების დაფარვა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)