|
2015-09-30 17:12:19, 724 ნახვა
ეკონომიკა
ირმა ქავთარაძე: ეკონომიკა იზრდება იმაზე მაღალი ტემპით, ვიდრე ეს პროგნოზირებული იყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შედეგები გააცნო. მისი განცხადებით, მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური სიტუაციისა, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით უფრო მაღალი ტემპით განაგრძობს ზრდას, ვიდრე ეს პროგნოზირებული იყო. „2015 წლის აგვისტოს თვეში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდამ, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3% შეადგინა, ხოლო 2015 წლის პირველი რვა თვის (იანვარი-აგვისტო) საშუალო რეალურმა ზრდამ 2.8% შეადგინა. ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმ ფონზე, რაც ხდება საქართველოს გარშემო, ბევრ ქვეყანაში ჩვენ ვხედავთ, რომ არის ეკონომიკური ზრდის შენელება, ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაც კი“- აღნიშნა ირმა ქავთარაძემ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოს მონაცემებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს 8.6%-ით აღემატება და 4,542.2 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მეორე კვარტალში ზრდა არის დაფიქსირებული შემდეგ სექტორებში: მშენებლობა - 14.5%; სამთომოპოვებითი მრეწველობა - 12.7%; საფინანსო საქმიანობა - 10.6%; სასტუმროები და რესტორნები - 7.3%, ოპერაციები უძრავი ქონებით, კავშირგაბმულობა, განათლება და ა.შ. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ 2015 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არის გაზრდილი 16%-ით (1 800 000 ლარი)და აჭარბებს 12 800 000 ლარს. „რაც შეეხება ბრუნვას საწარმოთა ზომის მიხედვით: მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 10, 7 %-ით, ეს არის მილიარდ ლარზე მეტით ზრდა. საშუალო საწარმოების ბრუნვა არის გაზრდილი 68,6 %-ით - ზრდა გვაქვს თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი. მცირე საწარმოების ბრუნვა არის გაზრდილი 28%-ით და შეადგენს 1 319 000 ლარს“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ და ხაზი გაუსვა იმ გარეომებას, რომ რომ ბიზნეს-სექტორის ბრუნვა ძალიან ბევრ სექტორში გაზრდილია თითქმის ორნიშნა მაჩვენებლებით. „ეს გახლავთ, მაგალითად, სამთომოპოვებითი მრეწეველობა, სადაც ზრდა არის 92%, ასევე ორნიშნა ზრდა არის საქმიანობის თითქმის ყველა სახეობაში, მაგალითად, ეს არის სოფლის მეურნეობა (36%), სასტუმროები და რესტორნები (31%), ოპერაციები უძრავი ქონებით (28%) და ა.შ.“- განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)