|
2020-12-25 17:55:54, 604 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: 2021 წელს ჩვენ გვექნება მონეტარული რყევები, ამისთვის ეროვნული ბანკი მზად უნდა იყოს
„გველის გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკები და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით რთული წლები. პანდემიამდელ მასშტაბებს ეკონომიკები უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მისი თქმით 2021 წელს იქნება გაზრდილი რისკები და მონეტარული რყევები, რისთვისაც ეროვნული ბანკი მზად უნდა იყოს. „წელს ეროვნულმა ბანკმა 850 მილიონ დოლარზე მეტი ინტერვენციები განახორციელა ბაზარზე, მომავალ წელსაც მოუწევს მნიშვნელოვანი ინტერვენციების გაკეთება. სავარაუდოდ მოუწევს პოლიტიკის გამკაცრებაც, თუმცა ჩემი აზრით, ინფლაცის 3%-იან ნიშნულთან მოახლოება 2021წლის ბოლოს საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარალამენტო ტრიბუნიდან და ეროვნულ ბანკს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)