21:14 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 15:15:12, 777 ნახვა

კომენტარი
ირმა ინაშვილი - ავთანდილ ენუქიძე წლების მანძილზე ჩვენი შემომწირველია, თავის ქმედებაში თავისუფალია

მე და პარტიას არ გვაქვს, რომ ჩავერიოთ ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებაში, - ასე ეხმაურება, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის თაობაზე.

მისი თქმით, ენუქიძე წლების მანძილზე „პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველი იყო და თავის ქმედებაში თავისუფალია.

„ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში ანუ პარტიის მე-10 მოწვევის შემადგენელი არ შედის პარლამენტში. ყველა პარტიაში არის ბიზნეს შემადგენელი. ბატონი ავთო წლების მანძილზე არის ჩვენი მხარდამჭერი. ის არის ჩვენი პარტიის შემომწირველი და აფინანსებდა არჩევნებს. შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს ჩავერიოთ ბატონი ავთანდილის გადაწყვეტილებაში. ის თავისუფალი ადამიანია, თავად იღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება, როგორც დღეს მოვისმინე, მიღებული აქვს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics