|
2020-12-21 12:59:03, 539 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: საგამოძიებო სამსახურისთვის უცვლელ პრიორიტეტად რჩება დღგ-ის ყალბი აქტივის შემქმნელი კომპანიების გამოვლენა
ახალი მოწვევის პარლამენტის 5 საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. როგორც მან აღნიშნა, მომდევნო წლებში საგამოძიებო სამსახურისთვის უცვლელ პრიორიტეტად დარჩება დღგ-ის ყალბი აქტივის შემქმნელი კომპანიების გამოვლენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა. „ამ მიმართულებით დაგეგმილია მუშაობის გააქტიურება ამ პერიოდისთვის გამოვლენილ ფაქტებზე, რათა მოხდეს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად ანაზღაურება. გაძლიერდება ღონისძიებები უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის პარალელურად, გააქტიურდება მუშაობა ამ სფეროში შესაძლო გამოსავლენად. გაგრძელდება კვების მრეწველობაში არაკეთილსინდისერი მეწარმეების გამოვლენა, რომელთა მხრიდანაც ადგილი აქვს პროდუქციის ფალსიფიკაციას", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, მიმდინარე წელს, საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლინდა დანაშაულის 1 400-ზე მეტი ფაქტი, მათ შორის, უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის 323 ფაქტი და ამოღებულია 630 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)