|
2020-12-14 13:11:41, 617 ნახვა
ეკონომიკა
Shell-ი გლობალური კვლევითი კომპანია Kline&Company-ს მიერ საცხებ-საპოხი მასალების ნომერ პირველ მომწოდებლად დასახელდა
გლობალური საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Kline & Company-ს 2020 წლის კვლევის შედეგად, საცხებ-საპოხი მასალების მომწოდებელთა შორის Shell-ი ნომერ პირველ მომწოდებლად დაასახელა. კომპანია Shell-ი 14 წელია ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს, როგორც საცხებ-საპოხი მასალების მთავარი მომწოდებელი კომერციული და მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის. „14 წელი უწყვეტად ლიდერის სტატუსის შენარჩუნება, ნათლად წარმოაჩენს Shell-ის უპირობო ერთგულებას მომხმარებლის მიმართ და პროდუქტების პორტფოლიოს უმაღლეს ხარისხს. ისევე როგორც ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენც გვჭირდება ცვლილებები პასუხად იმ გამოწვევებისა, რომელიც Covid 19-მა დაგვიწესა. Shell-ი შეუფერხებლად განაგრძობს პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მიწოდებას ბაზრისთვის, რაც სასიცოცხლო როლს ასრულებს მსოფლიო ინდუსტრიის ეფექტურად ოპერირებაში“- განაცხადა Shell Global-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა კარლოს მაურერმა. კომპანია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ის საცხებ-საპოხი მასალები აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და პრემიუმ ხარისხს, რაც წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell-ის საცხებ-საპოხი მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული მწმენდავი თვისებებით. აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ის ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან. Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ, Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია. „თეგეტა მოტორსი“ Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების ექსკლუზიური დილერია საქართველოში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)