|
2020-12-14 13:01:45, 657 ნახვა
ეკონომიკა
28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე საქმიანობა 6 018 ობიექტს შეუჩერდა
28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე საზედამხედველო უწყებების მიერ ინსპექტირება განხორციელდა 31 000-ზე მეტ ობიექტზე, რომელთაგან გაფრთხილება გაიცა 20 797 ობიექტზე, საქმიანობა შეუჩერდა 6 018. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა. „12-13 დეკემბრის ერთობლივი მონიტორინგის სტატისტიკური მონაცემებით, სულ ზედამხედველობა განხორციელდა 382 ობიექტზე, რომელთაგან 268 ობიექტის შემთხვევაში ზეპირსიტყვიერი თუ წერილობითი გაფრთხილება განხორციელდა. 72 ობიექტის შემთხვევაში განხორციელდა მისი დეტალური შესწავლა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით და დადგინდა რომ შესაბამისობაშია პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. რაც შეეხება რემონიტორინგის შედეგებს, განხორციელდა 42 ობიექტის შემოწმება და გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 32 ობიექტი ფაქტობრივად არ ითვალისწინებდა მოთხოვნებს, 7 არ ახორციელებდა მუშაობას, 3 ობიექტი პროტოკოლის მოთხოვნების დარღვევისთვის დაჯარიმდა. 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე საზედამხედველო უწყებების მიერ ინსპექტირება განხორციელდა 31 000-ზე მეტ ობიექტზე, რომელთაგან გაფრთხილება გაიცა 20 797 ობიექტზე, საქმიანობა შეუჩერდა 6 018, კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა 27 ობიექტი“, - განაცხადა ფერაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)