|
2015-09-28 17:05:11, 793 ნახვა
სამართალი
სასამართლოებში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ საერთო სასამართლოების სისტემაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანა, თუმცა საკითხი ჩავარდა. მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო საკითხებს მხარი მხოლოდ 6-მა არამოსამართლე წევრმა დაუჭირა, საკითხის მისაღებად კი, 8 ხმა იყო საჭირო. „ვიმსჯელეთ ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებზე საბჭოში საკითხის მოხსენებისა და შემოტანის ირგვლივ და საბჭოს წევრთა წინადადება იყო, რომ ერთი კვირით გადაიდოს ეს საკითხი, თუმცა ის მთავარი პოზიციები, რაც ჩემს მიერ იქნა გაჟღერებული, გარკვეულად მხარდაჭერილია. რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს არის საერთო სასამართლოების სისტემაში, ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის გამოცხადება, ამაზე კენჭისყრა ჩემს მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე შედგა, სამწუხაროა, რომ კენჭისყრით საკითხი ვერ გადაწყდა,მხოლოდ არამოსამართლე წევრები არიან თანახმა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით კონკურსის გამოცხადებისა და არ არიან თანახმა მოსამართლე წევრები“,-განაცხადა ნინო გვენეტაძემ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა დახურულ ფორმატში კვლავ გრძელდება. ამწუთებში მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხზე მსჯელობენ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)