07:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 21:25:43, 952 ნახვა

რეგიონი
სახალხლო დღესასწაული „ქედელობა 2020“ პანდემიასთან ბრძოლას მიეძღვნა

სახალხლო დღესასწაული „ქედელობა 2020“ პანდემიასთან ბრძოლას მიეძღვნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.

„სახალხლო დღესასწაული ,,ქედელობა 2020" პანდემიასთან ბრძოლას მიეძღვნა და შესაბამისად, ღონისძიების ბიუჯეტი  სოციალური მიმართულებით გადანაწილდა. ერთადერთ უცვლელ ფორმატად საპატიო ქედელების არჩევა დარჩა.

წელს, ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელმა საბჭომ, თემატურად 6 - ,,საპატიო ქედელი", 3 - ,,დამსახურებული მოღვაწე" და 1 ,,ქედის საპატიო მოქალაქე" აირჩია.

დაჯილდოების ცერემონია დღეს დისტანციურ ფორმატში გაიმართა. საბჭოს მიერ დასახელებულ ნომინანტებს საპატიო წოდებები ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძესთან ერთად მიულოცა.

,,პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, წელს სახალხო დღესასწაული ქედაში არ გაიმართა, თუმცა ვეცადეთ ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი არსი - ჩვენი მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი ადამიანებისათვის საპატიო წოდებების მინიჭება და მათთვის გაწეული საქმიანობის გამო მადლობის გამოცხადება, არ დარჩენილიყო ყურადღების მიღმა!

ჩვენ ერთად დავამარცხებთ ახალ კორონავირუსს და მჯერა, გვექნება 2021 წლის ,,შემოდგომა ქედაში" ფართომასშტაბიანი, მრავალფეროვანი და სადღესასწაულო!

გისურვებთ ჯანმრთელობას!" - ქედის მერი ლევან გორგილაძე“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics