|
2020-12-10 12:56:04, 624 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა
საკვალიფიკაციო ტესტირება ნემატოდების სახეობების იდენტიფიკაციას ეხებოდა. ლაბორატორიის შედეგები 100%-ით შეესაბამება მოსალოდნელ შედეგებს და შეფასებულია, როგორც წარმატებული. საკვალიფიკაციო ტესტირება (PT) ორგანიზებული იყო ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ), ბრნოს საკვალიფიკაციო ტესტირების პროგრამების დეპარტამენტის მიერ, ქალაქ ოლომოუცის მცენარეთა მავნებლების დიაგნოზის დეპარტამენტთან და ჩეხეთის ეროვნული საცნობარო (რეფერენს) ლაბორატორიასთან (NRL) თანამშრომლობით. სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტი (UKZUZ), სპეციალური კანონების შესაბამისად, საერთაშორისო დონეზე ახორციელებს ექსპერტულ და გამოსაცდელ სამუშაოებს, აგრეთვე კონტროლისა და მონიტორინგის ღონისძიებებს მავნე ორგანიზმებისგან დაცვისა და მცენარეთა დაცვის სფეროში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტირებულია. დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)