07:49 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 12:23:27, 695 ნახვა

რეგიონი
სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ახლადრეაბილიტირებული ბორჯომის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი დაათვალიერა

სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა,მოადგილესთან შოთა როსტიაშვილთან და ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ზაალიშვილთან ერთად ახლადრეაბილიტირებული ბორჯომის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი დაათვალიერა, რომელსაც 50 წელია  სარემონტო საუშაოები არ ჩასტარებია.

ბორჯომის  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში: შეიცვალა იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯრები; გაკეთდა კიბეები და ლითონის მოაჯირები;შეიცვალა სახურავი და განახლდა გარე ფასადი;მოწესრიგდა გათბობის სისტემა; მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა; ასევე მოეწყო შიდა და გარე წყალ-კანალიზაციის ქსელი. 

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში იფუნქციონირებს 7 წრე: ტიხრული მინანქრის, გრაფიკისა და ფერწერის,ხეზე კვეთის, ხელნაკეთი თოჯინების და გობელენის შემსწავლელი წრეები,ასევე ვოკალური სტუდია და საბავშვო თეატრი. 
შიდა სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვა. ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაციისთვის 400 562 ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  დაფინანსებით განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics