07:49 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 11:04:07, 658 ნახვა

რეგიონი
ყულევში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში, ნავთობ ტერმინალის და სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარედ  ხანძარი იყო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდს და შერეული ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - 60 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. პროცესში, ასევე, ჩაერთო რკინიგზის სახანძრო-სარკინიგზო შემადგენლობა.

ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყულევში იმყოფებოდნენ და სამუშაოებს ადგილზე ხელმძღვანელობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics