|
2020-12-04 11:24:54, 684 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა და 29.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესაებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 11.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8 პროცენტით ნაკლებია. 2020 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 57.1 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 25.2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3 პროცენტი, საშუალოზე - 27.6 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.1 პროცენტი“, - განაცხადეს საქსტატში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)