|
2020-12-03 20:06:28, 534 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთი #გულით მომხმარებლებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ჩვენი ძვირფასი მომხმარებლების საყურადღებოდ, იმისათვის რომ, თითოეულ თქვენგანს მოვემსახუროთ შეფერხების გარეშე მთელი საქართველოს მასშტაბით, მივიღეთ უსაფრთხოების მკაცრი ზომები და ჩვენი წინა ხაზის თანამშრომლების რაოდენობა ისე გადავანაწილეთ, რომ უზრუნველვყოთ რეგულაციებით გათვალისწინებული დისტანცია ბანკის თანამშრომლებსა და მომხმარებლებს შორის თითოეულ ფილიალში. ეს გვეხმარება დახურულ სივრცეში მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ყველაზე მთავარს - ადამიანების ჯანმრთელობას. მიღებული ზომების გამო, მომხმარებლებისთვის გაიზარდა მომსახურების მოლოდინის დრო. სწორედ ამიტომ, გვინდა პირველ რიგში ბოდიში მოგიხადოთ დისკომფორტისთვის, ჩვენი წინა ხაზის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სწრაფად და უსაფრთხოდ მოგემსახურონ. შეგახსენებთ, სოციალური ბარათების მფლობელებს 50 ლარამდე ნაღდი თანხის გამოტანა, ბანკომატებისა და ფილიალების გარდა, შეუძლიათ ნიკორა სუპერმარკეტების, ავერსის, პსპ-ს და ფარმადეპოს სალაროებიდან 5 ლარის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში. ბანკში ვიზიტის აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ დაიცვათ დისტანცია და ატაროთ პირბადე. ხალმხრავლობის თავიდან ასაცილებლად კი გთხოვთ, ბანკში ვიზიტი დაგეგმოთ დღის მეორე ნახევარში, რომელიც დილის საათებთან შედარებით, ნაკლებად დატვირთულია. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს იმ მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ მობაილ და ინტერნეტ ბანკით. შეგახსენებთ, რომ მობაილ და ინტერნეტ ბანკის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად, მიიღებთ სრულ საბანკო მომსახურებას. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ლიბერთი გულით
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)