12:35 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 18:38:18, 616 ნახვა

კომენტარი
ჟვანია ოპოზიციაზე - ყველა არჩევნები არის თურმე მათი თვალთახედვით გაყალბებული

„ყველა არჩევნები არის თურმე მათი თვალთახედვით გაყალბებული მანამ, სანამ არ მოხდება სასურველი შედეგების დადგომა“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხალხის მიერ გამოხატული ხმები სწორად არის ასახული შემაჯამებელ ოქმში.

„დღეს ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, პოლიტიკური კულტურის ფონზე ყველა არჩევნები არის თურმე მათი თვალთახედვით გაყალბებული მანამ, სანამ არ მოხდება სასურველი შედეგების დადგომა. ეს ასე ვერ იქნება.

ქვეყნის და ხალხის მიერ გამოხატული ხმები არის სწორედ განაწილებული იმ 9 საარჩევნო სუბიექტზე, რომელიც ამ შემაჯამებელ ოქმშია ასახული.  შესაბამისად, ეს 2 მილიონამდე ამომრჩევლის ნებაა, რომელიც გადანაწილებულია 9 საარჩევნო სუბიექტზე.

ეს არის ძალიან დიდი ლეგიტიმაცია, როდესაც ხალხი აძლევს საარჩევნო სუბიექტებს ამ ლეგიტიმაციას, რომ მათ იმუშაონ პარლამენტში და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ხალხისა და ქვეყნის სახელით, როცა ყველ მათგანის ხმაზე ვისაუბრებთ და არა ცალკეულ, კერძო გამოხატვაზე“,  - განაცხადა ჟვანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics