|
2020-12-01 21:19:05, 528 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა : 2021 წლის ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებას - მოქალაქეზე და ეკონომიკაზე ზრუნვას ასახავს
„ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წარდგენილია პარლამენტში, ასახავს ორ ძირითად მიმართულებას - ეს არის ზრუნვა მოქალაქეზე და ზრუნვა ეკონომიკაზე, რაც ძალიან აქტუალური იქნება პოსტპანდემიურ პერიოდში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს არის 1400 000 000 ლარის ანტიკრიზისული ბიუჯეტი და, მიუხედავად რესურსების იმ უდიდესი დანახარჯისა, რასაც პანდემიასთან ბრძოლა საჭიროებს, მთავრობას ვალდებულებები და დაპირებებები შესრულებული აქვს. „ეს ასახული გვაქვს ამ ბიუჯეტის პროექტში - მათ შორის იზრდება მასწავლებლების ხელფასები, ირთვება პენსიონერთა პენსიების ინდექსაციის მექანიზმი და იზრდება პენსია, ასევე მეწარმეობის, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით არის საკმაოდ მოცულობითი ბიუჯეტი - მხოლოდ ჩვენი სამინისტროს ფარგლებში,„ აწარმოე საქართველოში“ და სხვა მსგავსი პროგრამებისთვის არის 150 მილიონ ლარზე მეტი ასახული და მთლიანობაში, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც უზრუნველყოფს თანდათან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და ადამიანებისთვის ნეგატიური ზიანის შემსუბუქებას“, - განაცხდა ეკონომიკის მინისტრმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)