06:58 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-01 14:10:46, 602 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა 7 000-ზე მეტ სოციალურად მოწყვლად ოჯახს სასურსათო უზრუნველყოფის კალათებს გადასცემს

ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გეგმასთან ერთად აჭარაში ამოქმედდება კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების, თვითდასაქმებულების, ბიზნესის მხარდაჭერას.

აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პერიოდში ბიზნესის ხელშეწყობაზე და მოქალაქეების დახმარებაზე.

,,შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც 7 000-ზე მეტ ოჯახს, ახალ წლამდე გადაეცემა სასურსათო უზრუნველყოფის კალათები. მოახლოებულია ახალი წელი და მნიშვნელოვანია, რომ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც არის გათვალისწინებული - იყოს მინიმალური და ეს ხარჯები მაქსიმალურად გადანაწილდეს მოქალაქეების როგორც სოციალურ, ასევე სამედიცინო მიმართულებებზე. ასევე მედიკამენტებთან მიმართებაში თვითმმართველობებს ვთხოვ მაქსიმალურ ჩართულობას" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.  

აჭარის მთავრობის ინიციატივით ამოქმედდა ბიზნესის ხელშეწყობის სხვადასხვა მექანიზმი.

,,ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში ჩვენს ღონისძიებებს, შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც ყველა მოიჯარეს, რომელსაც შესაბამისი მიმდინარე ხელშეკრულებები გააჩნია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, საქვეუწყებო დაწესებულებებთან, დამატებით 3 თვით გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან.

მნიშვნელოვანია  ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეების ბედი და ამ მიმართულებითაც როგორც  პირველ ეტაპზე,  ახლაც 3 თვით მოხდება გადასახადებისგან გათავისუფლება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics