|
2015-01-29 14:57:06, 836 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილთან დებატებისთვის მზად არის
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილთან დებატებისთვის მზად არის. ამის შესახებ ჯაფარიძემ ყოფილი პრემიერის მიერ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა, სადაც ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ლარის კურსის ცვალებადობა საზოგადოებას ტვირთად არ აწევს. „მე, ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მთავარი ოპოზიცური პარტიის აღმასრულებელი მდივანი ვაცხადებ სრულ მზადყოფნას ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ დროს როცა ეს ადამიანი ჩათვლის რომ ის არის მზად, დავჯდე მას პირდაპირ ეთერში და ავუხსნა რატომ არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყნისთვის პრობლემა და როგორ აზარალებს ეს საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას“, - განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა არაადეკვატური განცხადებები გააკეთა. „გუშინ საზოგადოებამ იხილა ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, სადაც მან ქვეყანაში შექმნილი ვითარების არადეკვატური განცხადებები გააკეთა. თითქოს ლარის გაუფასურება არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, პირიქით, ეს არის კარგი. ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, რომ ლარის გაუფასურების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, მათ შორის პოლიციელებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ექიმებს, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს. ყველა იმ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს ან ხელფასს ან სოციალურ დახმარებას. პრობლემები შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებსაც სესხი აქვთ აღებული დოლარში და გაცილებით მეტის გადახდა უწევთ საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ვიდრე აქამდე უწევდათ. ივანიშვილმა ასევე განაცხადა რომ საქართველოს უნდა იყოს პატარა ქვეყანა ამბიციების გარეშე და ნელი ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ადამიანის გადმოსახედიდან, რომლის ქონება რამდენიმე მილიარდია და უზრუნველყოფილი აქვს საკუთარი შვილების და შვილიშვილების ცხოვრება , ცხადია ეს არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ პრობლემა არის ეს საქართველოს მოსახლეობისთვის, ჩვენთვის, ვისაც გვსურს რომ ჩვენმა შვილებმა მაინც მოასწრონ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ გვეჩქარება ქვეყნის სწრაფი განვითარება, ამ ადამიანს ეს შეიძლება არ ეჩქარებოდეს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)