07:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 13:31:20, 519 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.

სამუშაო თათბირზე განიხილეს 2020 წლის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხი.

აღინიშნა, რომ რიგი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები უკვე დასრულდა, ნაწილი პროექტებისა უახლოეს პერიოდში დასრულდება, მაგრამ რჩება ისეთი პროექტები, რომელთა დასრულება მოითხოვს მაქსიმალურ მობილიზებას, ტემპის დაჩქარებას.

სამსახურის ხელმძღვანელებს მიეცათ კონკრეტული დავალება, მობილიზება გაუკეთონ არსებულ რესურსებს და მაქსიმალურად დააჩქარონ სამუშაოების მიმდინარეობა.

თათბირზე განიხილეს აგრეთვე ვირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები და სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების განხორციელებაზე საზედამხედველო საქმიანობის უზრუნველყოფის მექანიზმები.

თათბირის მუშაობა შეაჯამა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა 2020 წლის წარმატებით დასრულებაზე, 2021 წლის ამოცანებზე, ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადება-დამტკიცების პროცედურებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics