14:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-26 17:19:25, 499 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი - თანხები, რომელიც ჩვენ წელს მოვიზიდეთ, სრულად ჰყოფნის დასახელებული პროგრამების დაფინანსებას

თანხები, რომელიც ჩვენ წელს მოვიზიდეთ, სრულად ჰყოფნის დასახელებული პროგრამების დაფინანსებას, ამიტომ განსაკუთრებული, ახალი მოლაპარაკებები ვალების აღებასთან დაკავშირებით, არ იგეგმება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომავალ წელს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი შენარჩუნდება.

„მომავალ წელს გაგრძელდება ყოველწლიური მოლაპარაკებები დონორებთან, როგორიც დაგეგმილია ყოველ წელს სხვადახვა პროექტისა თუ რეფორმის მხარდასაჭერად. ასევე გაგრძელდება იმ თანხების ჩამორიცხვა, რაზეც მიმდინარე, 2020 წელს მოვილაპარაკეთ. ისეთი გადაუდებელი რეაგირების პაკეტის მობილიზება, როგორიც წელს დაგვჭირდა, არ იგეგმება, რადგან უკვე გვაქვს საკმარისი თანხები, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ ვალის შემცირებას იმ ტემპით ვეღარ დავიწყებთ, რომლითაც სხვა შემთხვევაში დავიწყებდით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს კარგი რეპუტაცია, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა შეძლებს ახალი ფინანსური რესურსების მოზიდვას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics