|
2020-11-26 16:09:38, 584 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, საბანკო სესხის პროცენტი რესტორნებსაც დაუსუბსიდირდებათ
„პროგრამის „აწარმოე საქართველოში" საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით სარგებლობას მცირე და საოჯახო სასტუმროების გარდა, ექვსი თვის განმავლობაში რესტორნებიც შეძლებენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პროგრამა „აწარმოე საქართველოში", რომელიც ბიზნესის დახმარების ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია. პროგრამის მეშვეობით აქამდე 2 200 მცირე და საოჯახო სასტუმროს დავუსუბსიდირეთ ბანკის სესხის პროცენტი. საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა ფართოვდება და მასში რესტორნებიც ჩაერთვებიან. საუბარია 1 500-მდე რესტორანზე, რომლებსაც ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდებათ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)