|
2015-09-25 17:57:28, 3304 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ახალი პროექტის „მწვანე ქალაქები“ განხორციელება იწყება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სასტუმრო „რადისონში“ პროექტის „მწვანე ქალაქები“ პრეზენტაციას დაესწრო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის თანახმად ქალაქ ბათუმსა და აჭარის რეგიონში მთლიანად იწყება ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ( ISTBAR). პროექტი ხელს შეუწყობს მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბებას ეროვნულ დონეზე და მწვანე ურბანული განვითარების პოლიტიკისა და მექანიზმების ფორმირებას. გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტი 2015 წლის სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე განხორციელდება და მას აჭარაში ლაშა ნაკაშიძე უხელმძღვანელებს. განმახორციელებელი პარტნიორები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტის მთავარი ამოცანის მისაღწევად დაგეგმილია ოთხი ძირითადი კომპონენტის განხორციელება: I. ინტეგრირებული მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარების გეგმის შემუშავება ქალაქ ბათუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებისათვის; II. დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური (მიზანშეწონილობის) დასაბუთებისა და ფუნქციონალური გეგმების შემუშავება ქალაქ ბათუმში დაბალემისიანი ტრანსპორტის განვითარებისათვის; III. პირდაპირი კაპიტალური ინვესტიციების მხარდაჭერა ქალაქ ბათუმში მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემის დანერგვისათვის; IV. დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური (მიზანშეწონილობის) დასაბუთებისა და ფუნქციონალური გეგმების შემუშავება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებისათვის, მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე. 25- 27 სექტემბერს, გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების სამიტზე ნიუ-იორკში, მსოფლიოს ლიდერების მიერ მოხდება ახალი გლობალური დღის წესრიგის მიღება - მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ . მიღებული დოკუმენტი ჩაანაცვლებს ათასწლეულის განვითარების მიზნებს 2015 წლის შემდეგ. ახალი დღის წესრიგი გააერთიანებს განვითარების ურთიერთდაკავშირებულ შემადგენლებს, როგორიცაა: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზიურობა და გარემოს დაცვა. სწორედ ამ საკვანძო ელემენტებს ეფუძნება როგორც გაეროს განვითარების პროგრამის 23-წლიანი მოღვაწობას საქართველოში ზოგადად, ასევე ახალი ინიციატივა აჭარის რეგიონში.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)