11:34 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-20 14:15:35, 937 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკში ნებისმიერი ტრანზაქცია მომგებიანია

„საქართველოს ბანკი“ სპეციალურად მობილბანკის მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. დღეიდან ერთი თვის განმავლობაში მობილბანკის მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა,  მარტივი საბანკო ოპერაციების განხორციელების შედეგად მოიგონ ფულადი პრიზები. დღეში 1 000, ხოლო აქციის ბოლოს კი სუპერპრიზი-  50 000 ლარის ოდენობით.

აქციაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ 18 წელს მიღწეულ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (გარდა ბანკში დასაქმებული პირებისა). ამისათვის მხოლოდ საჭიროა მობილბანკში განახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია, მაგალითად როგორიცაა: თანხის გადარიცხვა, მობილურის ბალანსის შევსება, გზავნილის მიღება, თანხის კონვერტაცია, კომუნალურების და სხვა გადასახადების დაფარვა. ამასთანავე, გამარჯვების შესაძლებლობა აქვს მასაც, ვინც საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკს აქტიურად იყენებს.  მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვით გათამაშებაში ვერ ჩაერთვება.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ მობილბანკი, მისი ჩამოტვირთვა App Store-იდან ან Google Play Store-იდან სრულიად უფასოდაა შესაძლებელი: https://login.bog.ge/ibank/?lang=ge

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის წახალისებას სხვადასხვა შეთავაზებებით თუ სერვისებით განაგრძობს. ამჯერად, სპეციალურად მობილბანკის და ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის შევქმენით ახალი გათამაშება, რომლის ფარგლებშიც მარტივი და ყოველდღიური საბანკო ოპერაციების შესრულებით ფულადი პრიზების მოგება იქნება შესაძლებელი. აქცია დღეს დაიწყო და ის 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობა კი მობილბანკის ნებისმიერ სრულწლოვან მომხმარებელს შეუძლია“,- აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics