|
2020-11-17 15:34:26, 851 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „შპს კერამიკა ელტორენტე +“ საქმიანობას იწყებს
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის თანამონაწილეობით აგურის საწარმო „შპს კერამიკა ელტორენტე +“ საქმიანობას იწყებს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკმა 1 800 000 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო. საწარმოს გახსნა მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. პროექტის ჯამური ღირებულება 3 300 000 აშშ დოლარს შეადგენს. ობიექტი 40-მდე ადამიანს დაასაქმებს, პროდუქტის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე იგეგმება. პროდუქტი კონკურენტული ფასით და წონით ასევე, თბოიზოლაციის თუ ხმის იზოლაციის კარგი მაჩვენებლებით გამოირჩევა. შესაბამისად, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება სამშენებლო ბლოკის ჩანაცვლება. „ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ადგილობრივი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების გაფართოებაში, კერძოდ კერამიკული აგურის სტარტაპ საწარმოს დაფინანსებით. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სამომავლო განვითარებას. ასევე, დადებითად აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)