|
2015-09-24 17:44:44, 642 ნახვა
სამართალი
თინა ხიდაშელმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ყურბან ბაირამი მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მარნეულის საავიაციო ბაზაზე აზერბაიჯანელ სამხედროებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მინისტრი ჯარისკაცებს გაესაუბრა, ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და დღესასწაულთან დაკავშირებით ტკბილეულით გაუმასპინძლდა. „კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს დღევანდელი დღე. ჯარში ბევრი აზერბაიჯანელი საქართველოს მოაქალაქე გვყავს. მარნეულის საავიაციო ბაზაზე კი ყველაზე მეტნი არიან. დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთან გასაუბრება. ჩემი აზრით, საქართველოს ყველაზე დიდი ხიბლი არის, სწორედ, მრავალფეროვნებაში, ვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მარნეულის საავიაციო ბაზაზე აზერბაიჯანელ სამხედროებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მინისტრი ჯარისკაცებს გაესაუბრა, ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და დღესასწაულთან დაკავშირებით ტკბილეულით გაუმასპინძლდა. „კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს დღევანდელი დღე. ჯარში ბევრი აზერბაიჯანელი საქართველოს მოაქალაქე გვყავს. მარნეულის საავიაციო ბაზაზე კი ყველაზე მეტნი არიან. დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთან გასაუბრება. ჩემი აზრით, საქართველოს ყველაზე დიდი ხიბლი არის, სწორედ, მრავალფეროვნებაში, მულტირელიგიურობაში, მეგობრობაში, თანაცხოვრობის აბსოლუტურად იდეალურ მაგალითებში, რომელსაც ყოველდღიურად ქმნის ქართველი ხალხი, ქმნის სამხედრო ნაწილებში, სოფლებში, ზოგადად, სამოქალაქო ცხოვრებაში. შეიარაღებული ძალების ეს კონკრეტული ნაწილიც ამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)