13:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 12:42:13, 663 ნახვა

სამართალი
ვითხოვთ ბოდიშს და მორალური ზიანისთვის 41 ლარის დაკისრებას - ბექა ბასილაია ირაკლი კობახიძეს უჩივის

ადვოკტ ბექა ბასილაიას თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეაქვს.

როგორც ბექა ბასილაიამ ბრიფინგზე განმარტა, ირაკლი კობახიძისგან ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ის ბოდიშის მოხდას და მორალური ზიანის ანაზღაურებითვის, სიმბოლურად, 41 ლარის დაკისრებას ითხოვს.

„ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის ოქტომბერში რამდენიმე გზის, სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ პირადი ფეისბუქ გვერდის გამოყენებით გაავრცელა არსებითად მცდარი, სიმართლესთან შეუსაბამო, სხვადასხვა პირთა მადისკრეტირებელი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენ ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს და სასამართლოში შეგვაქვს სამოქლაქო სარჩელი საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ირაკლი კობახიძეს მოეთხოვება უარყოს გავრცელებული მცდარი ინფორმაცია, მოიხადოს ბოდიში და ცრუ ინფორმაციის საკომპენსაციოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, სიმბოლურად 41 ლარის ოდენობით“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics