07:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-15 01:53:42, 1146 ნახვა

მსოფლიო
დღეს სომხეთი აზერბაიჯანს ქელბაჯარის რაიონს გადასცემს

10 ნოემბერს ხელმოწერილი ზავის თანახმად, დღეს სომხეთი აზერბაიჯანს ქელბაჯარის რაიონს გადასცემს. რაიონი სომეხი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა.

BBC-ს ცნობით, მოსახლეობა სომხეთში მიდის და თან ყველაფერი მიაქვს, რისი წაღებასაც ახერხებს, ხოლო დარჩენილ ქონებას, მათ შორის, სახლებს წვამს.

„თუ ამ სახლში ჩემმა შვილებმა არ უნდა იცხოვრონ, მაშინ ვერავინ უნდა შეძლოს აქ ცხოვრება“, - აცხადებს ერთ-ერთი სომეხი დევნილი.

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ქელბაჯარის საჯარო სკოლა იწვის. ცეცხლი შენობას სკოლის დირექტორმა წაუკიდა.

ქელბაჯარის რაიონში აქტიურად იჩეხება ტყეები, დევნილები შეშას სომხეთში ეზიდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დევნილებმა სომხეთში გადასასვენებლად საკუთარი მიცვალებულებიც ამოთხარეს.

ქელბაჯარის სომხეთთან დამაკავშირებელ გზაზე საცობებია, გზა სათვირთო და მსუბუქი ავტომობილებით გადაჭედილია.

შეგახსენებთ, რომ ქალბაჯარის რაიონი აზერბაიჯანს 15 ნოემბერს გადაეცემა, რაც სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილ სამმხრივ დეკლარაციითაა გათვალისწინებული.

1 დეკემბრამდე სომხეთმა აზერბაიჯანს კდიევ ორი რაიონი უნდა დაუბრუნოს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics