05:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 15:38:35, 933 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში თურქი სამშვიდობოების გაგზავნა არ მოხდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში თურქი სამშვიდობოების გაგზავნა არ მოხდება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოურ მედიასაშუალებებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თურქეთის რესპუბლიკის სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღში არ გაიგზავნება. ეს ყველაფერი ნათლად არის ასახული იმ დოკუმენტში, რომელსაც სამი სახელმწიფოს მეთაურმა, კერძოდ, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მეთაურებმა მოაწერეს ხელი“, - განაცადა სერგეი ლავროვმა.

მანვე დასძინა, რომ წაიკითხა ბევრი სპეკულაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიოები იხელმძღვანელებენ მოცემული დოკუმენტით, რომელსაც 9 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით რეგიონში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics