15:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 11:51:54, 584 ნახვა

სამართალი
შსს-მ რუსთავში კომპანია „აჭარა ფეის“ ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული შ.თ. და 2000 წელს დაბადებული ნ.თ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში ყაჩაღურად თავს დაესხნენ კომპანია „აჭარა ფეის“ ფილიალს, ოპერატორს იარაღის გამოყენების მუქარით ამავე კომპანიის კუთვნილი - 35 500 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა შ.თ. და ნ.თ. მალევე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, გატაცებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics