|
2015-01-29 13:13:26, 788 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე: საქართველო აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს უწესებს
"საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებიც კი არ აქვს რუსეთთან, ამაზე მაღალი ფორმა სანქციების აღარ არსებობს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების აპრილამდე შეჩერებასა და სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. აბაშიძის განმარტებით, სანქციების თვალსაზრისით, საქართველო იმ სტანდარტებს აკმაყოფილებს, რასაც-საერთაშორისო მეგობრობა რუსეთს უწესებს. "ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, რომ საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებიც კი არ აქვს რუსეთთან. დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. ამაზე მაღალი ფორმა სანქციების აღარ არსებობს. ძალიან მცირე ურთიერთობა სავაჭრო სფეროში. განახლდა სატრანსპორტო კომუნიკაციები. ასე რომ, საქართველო შეიძლება ითქვას, ამ თვალსაზრისით ყველანაირად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უწესებენ რუსეთს. ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვაქვს მათთან. ახლაც ალბათ გავივლით უახლოეს მომავალში და გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას, რაც პრინციპში ყველაზე ოპტიმალური და პრაგმატულია",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. კითხვაზე-იმ მიზეზთა ჩამონათვალში, რის გამოც რუსეთს სანქციები დაეკისრა, უკრაინასთან ერთად საქართველოს მოხვედრა, მოახდენს თუარა გავლენას თქვენსა და კარასინს შორის მოლაპარაკებებზე, აბაშიძემ განაცხადა, რომ არ ჰგონია, ასე მოხდეს. ამასთან, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, კარასინსა და მას შორის შეხვედრა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება აპრილამდე არ მისცეს. ცნობისთვის, ევროსაბჭომ რუსეთს ხმის უფლება ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)