15:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 13:43:05, 691 ნახვა

სამართალი
პოლიციის მხრიდან აქციაზე დაკავებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექოტის სამსახურმა, პოლიციის მხრიდან აქციაზე დაკავებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მათი ინფორმაციით, გამოძიება მიმდინაროებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

„2020 წლის 10 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან 2010 წლის 9 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული გ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ უკვე გამოიკითხა გ. მ. და დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics