|
2020-11-08 15:26:45, 6997 ნახვა
Lifestyle
ლედი გაგა, ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს - ჩვენ მივხვდით, რომ მუდმივი ტერორი დასრულდა
"ჩვენ მივხვდით, რომ მუდმივი ტერორი დასრულდა და შეგვიძლია მშვიდად ვიცხოვროთ", - ასე ეხმაურება უცხოელი პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებას. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალება eonline.com ავრცელებს. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებული თარიღია, რომელმაც ბევრი რამე უნდა შეცვალოს ამერიკელი ხალხისთვის. ვარსკვლავმა, რომელსაც 45 მილიონი გამომწერი ჰყავს, თავის istagram გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ემოციურად მიმართავს თავის მსმენელს და ცრემლების შეკავება უჭირს. "იმედი მაქვს ყველა ზეიმობთ, მე მჯერა, რომ ყველამ იცით თუ რამდენად დიდი ცვლილებების დასაწყისია ამერიკისთვის დღევანდელი დღე, ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა. უნდა იცოდეთ, რომ თქვენს ხმებს ძალიან დიდი ძალა აქვს. მე გულწრფელად ძალიან ბედნიერი ვარ, ეს არის დღეს, როდესაც ძალიან ბევრმა ადამიანმა იგრძნო, რომ ტერორისა და აგრესიის პირობებში ცხოვრება დასრულდა, ახლა ყველამ მშვიდად უნდა იგრძნოს თავი", - აცხადებს ლედი გაგა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ცვლილების შემდეგ ყველას შეუძლია წავიდეს სახლში და უბრალოდ ბედნიერების ნიშნად ჩაეხუტოს თავის ოჯახის წევრებს. მოგვიანებით მან ასევე ბაიდენსა და ჰარისს ინსტაგრამის პოსტი მიუძღვნა, სადაც წერდა, რომ პირველად ამერიკის ისტორიაში ხალხმა პირველი ფერადკანიანი და პირველი აზიელ-ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი ქალი აირჩია და ეს სასიამოვნო / საამაყო ფაქტია ამერიკული საზოგადოებისთვის.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)