|
2015-09-23 13:28:51, 1947 ნახვა
რეგიონი
ბათუმის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის სამუშაოები მოინახულა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობა მოსახლეობისთვის წყლის თვითდენით მიწოდებას უზრუნველყოფს. პროექტში ასევე გათვალისწინებულია მწვანე კონცხისა და მახინჯაურის მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია. 900კუბ/მ და 2800 კუბ/მ მოცულობის რეზერვუარი ზღვის დონიდაც 57 მეტრზე მდებარეობს. პროექტი ევროკავშირის საგრანტო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. „ამ ეტაპზე, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ცენტრალური წყალმომარაგების მილების მონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ინდივიდუალური დაერთებები დაიწყება. სამუშაოები 2015 წლის მარტში დაიწყო და 28 თვეზეა გათვლილი. ადგილზე 15 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოებს თურქული კომპანია „ეჯითაში“ ასრულებს. პროექტის აღნიშნული მონაკვეთის ღირებულება 6 მილიონ 100 ათას ევროს შეადგენს. სამუშაოები მარტში დაიწყო და 2017 წლის II კვარტლისთვის უნდა დასრულდეს. III ფაზის სამუშაოები 45 მილიონი დოლარი ჯდება და მოიცავს ე.წ. ჭაობის დასახლების საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციასაც. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც წყალარინების საწნევო, ასევე, თვითდენითი მაგისტრალების მშენებლობა და ინდივიდუალური დაერთებების მოწყობა. განხორციელდება წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყება. ამ ეტაპზე, სამუშაოები ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, III ფაზის სამუშაოების ფარგლებში, სულ მალე, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ანგისის, თამარის დასახლების, ბონი-გოროდოკის, ჩაისუბნის ტერიტორიაზე წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციაზე. სამუშაოები შემოდგომაზე უნდა დაიწყოს“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)