|
2020-10-31 17:43:17, 1208 ნახვა
ომბუდსმენის აპარატს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებისა და პატიმრებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცა
დღეს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა განახორციელეს ad hoc ვიზიტი ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში. ვიზიტის განხორციელების დროს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა. მათივე ცნობით, შემთხვევის გამო, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს იქვე მყოფ, არჩევნებში მონაწილე სხვა მსჯავრდებულების ძირითად ნაწილთან გასაუბრება. "N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შეგვემოწმებინა როგორც ზოგადი მდგომარეობა, ასევე, პატიმრებისთვის საარჩევნო ხმის უფლების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ცალკეული პატიმრების აქტიური ჩარევითა და ინიციატივით, ვერ მოხერხდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება და ყველა იმ პატიმრის უფლების დაცვა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ე.წ. პრივილიგირებულ პატიმრებს. საქართველოს სახალხო დამცველი არაერთი წელია აღნიშნავს, რომ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებობს კრიმინალური სუბკულტურის პრობლემა, რაც ხშირად პატიმართა ჩაგვრისა და მათი უფლებებით სარგებლობის შეზღუდვის მიზეზია. პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის განსაკუთრებული უარყოფითი მოვლენაა ის, რომ გარკვეული მცირე რაოდენობის გავლენიანი პატიმრები - ე.წ. „მაყურებლები“ - უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს დაწესებულებაში სხვა პატიმრების დაშინებითა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით. მოგახსენებთ, რომ ვიზიტის დასაწყისში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ სცადეს არჩევნებში მონაწილე მსჯავრდებულებთან გასაუბრება მსჯავრდებულების საცხოვრებელი ტერიტორიისგან განცალკევებულ ადგილზე, სადაც მოწყობილი იყო საარჩევნო უბანი, მათ მიუახლოვდა ორი მსჯავრდებული და ხმამაღალი ტონით, სხვა მსჯავრდებულების გასაგონად უთხრეს, რომ პენიტენციურ სისტემაში 2012 წლის შემდეგ ყველაფერი კარგად იყო და არაფერი შესამოწმებელი არ იყო. შესაბამისად, კატეგორიულად მოსთხოვეს ვიზიტის შეწყვეტა. მცირე დროში მათ შემოუერთდა რამდენიმე მსჯავრდებული და მსჯავრდებულების მხრიდან დაძაბული საუბარი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მსჯავრდებულებისთვის არ მოუწოდებიათ შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება. სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რითიც კონსტიტუციურ ორგანოს მისი ძირითადი და ასევე, გაეროს სპეციალური მანდატით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა ეზღუდება. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს შეისწავლონ აღნიშნული ინციდენტი. ასევე, უმოკლეს დროში გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები წამების პრევენციის ევროპული კომიტეტისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესასრულებლად, კრიმინალური სუბკულტურის გავლენის შესამცირებლად დაწესებულებებში, რაც პატიმართა უფლებების დარღვევის სერიოზულ საფრთეს წარმოადგენს", - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)