|
2020-10-31 08:14:37, 2820 ნახვა
ბიძინა ივანიშვილი - ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას და ევროპულ მომავალს
მე პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველო გააკეთებს იმ არჩევანს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების მომდევნო 4 წელს. „დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს 4 წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და მთავარია რომ ადამიანის ღირსებას და პატივისცემას. მე ვფიქრობ, რომ ეს ღირებულებები, რომელიც ადამიანზეა მორგებული მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლეობას აქვს განსაზღვრული და გააზრებული. ვფიქრობ, მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას. მე მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი სინდისის, ოჯახის და ქვეყნის მომავლის მიხედვით მისცენ ხმა არჩევნებზე. ჩვენ ვატერებთ კვლევებს და ვფიქრობთ, არანაკლებ 55-60%-ის შუალედში გვექნება. შიდა პარტიული კვლევების გარდა სხვა კვლევებიც ტარდება, გარდა ორი-სამი ტელევიზიისა, რომელიც სიცრუეზეა აგებული. კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ აბსოლუტური, სოლიდური უმრავლესობით მოვალთ და ვფიქრობ, საშუალოდ „ქართულ ოცნებას“ 100 მანდატი ექნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)