|
2020-10-30 23:14:28, 2700 ნახვა
ლევან კობიაშვილი: წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა - ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით
პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველომ" საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გლდანის რაიონში გამართა, რომელზეც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი წარადგინეს. შემაჯამებელ შეხვედრაზე გლდანის მოსახლეობას და ქართველ საზოგადოებას სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა მიმართეს. „ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გუნდს. გუნდმა, რომელმაც მეორედ გამომიცხადა ნდობა და დამასახელა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი გასული ოთხი წლის განმავლობაში. ოთხი წელი, რომელიც ჩვენ ერთად, გლდანელებთან ერთად შევქმენით და მე ძალიან გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ გლდანი დღეს არის იმაზე უკეთესი ვიდრე ეს იყო ოთხი წლის წინ და დარწმუნებული ვარ მომდევნო ოთხი წლის შემდეგ კიდევ უფრო უკეთეს გლდანს ვიხილავთ ჩვენი გუნდის წევრის მხარდაჭერით. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში იმ რაიონის, რომელ რაიონშიც დაიბადე და გაიზარდე. რაიონს, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურება და დიდი პატივი აქვს ჩემთვის პირადად, როგორც ადამიანისთვის ჩემი ჩამოყალიბებისთვის. ჩემი ახლობლები, ჩემი მეზობლები, ჩემი უბანი, ჩემი სკოლა პედაგოგები და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ერთად წლების განმავლობაში მე ვცხოვრობდი. და ძალიან კარგად მესმის ასევე თუ რას ნიშნავს გუნდურობა ვინაიდან ჩემი წარსული საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე ყოველთვის ვიყავი კარგი გუნდის კარგი მოთამაშე და პოლიტიკაში ზუსტად ამ არაჩვეულებრივი და ძალიან ძლიერი და მაგარი გუნდის კარგი წევრი. მე მიხარია და ვამაყობ ამით და ვამაყობ იმით თუ ჩვენ ერთად რა გავაკეთეთ გლდანისთვის. ნამდვილად ძალიან კარგად იცის თითეულმა გლდანელმა რა იყო წინა ხელისუფლების დროს, როდესაც მათთვის გლდანი არ იყო მნიშვნელოვანი და ერთადერთი რამ რაც გლდანს გაუკეთეს - ააშენეს ციხე და გაავსეს ციხე ჩვენი მოქალაქეებით. ჩვენ ციხეების აშენება არ გვჭირდება და არც მისი გავსება. ჩვენ ვაკეთებთ და ვაშენებთ სკოლებს, ვაშენებთ ბაღებს, ვაშენებთ უნივერსიტეტებს, ვაშენებთ სკვერებს და ვაშენებთ სტადიონებს და ზუსტად სიმბოლურად ვართ იმ ადგილას, სადაც სულ რამოდენიმე დღის წინ გაკეთდა არაჩვეულებრივი პროექტი, ერთ-ერთი მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი - ფეხბურთის სტადიონი აშენდა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობებისთვის. თაობებისთვის, რომელიც არის ჩვენი მომავალი მათი განათლება, მათი ჩართულობა სპორტულ აქტივობაში და ეს არ ხდება მხოლოდ გლდანში. ამ ქვეყანაში ნამდვილად აღარ დაბრუნდება ის დრო, როდესაც სტადიონებს ანგრევდნენ და სტადიონებს ყიდიდნენ, არა ჩვენ პირიქით, ვაშენებ და ავაშენებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ვინაიდან ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა და მივდივართ ამ სწორ გზაზე და ვერავინ, ვერცერთი ძალა ამ ქვეყანაში ვერ შეუშლის ხელს ამ გზის წინსვლაში. ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი და მე ვამაყობ ნამდვილად რომ გუნდის წევრი ვარ და ნამდვილად დიდი პატივია ეს ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო უკეთეს გლდანს ვიხილავთ და უკეთესი ქვეყანა გვექნება და ყველა ჩვენთაგანი ვიცხოვრებთ ამ ძალიან მაგარ ქვეყანაში", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)