|
2020-10-30 21:39:35, 2647 ნახვა
ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჩართული მხარეების წარმომადგენლებს მიმართავს
31 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი დღეა, როცა ჩვენ საქართველოს პარლამენტს ვირჩევთ. ამიტომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედონ და კენჭისყრის პროცესი წარმართონ პროფესიულ დონეზე, იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა საკუთარი კონსტიტუციური უფლება განახორციელოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. ცესკო, ასევე მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო პროცესში საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელების საკითხს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას. მნიშვნელოვანია, ყველამ გაითვალისწინოს, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის ზეწოლა ამომრჩეველზე, ხმის მიცემა ფარულია და არავის აქვს უფლება აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი. ამასთან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან. 31 ოქტომბერს ასევე გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა (ეგზიტპოლი) ტარდება საარჩევნო უბნებთან, კენჭისყრის პროცესის პარალელურად, მას შემდეგ რაც კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ ამომრჩეველი დატოვებს საარჩევნო უბანს, ამომრჩეველთან ინტერვიუს და გასაუბრების გზით. მივმართავთ როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, ისე საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს (საუბნო კომისიებში მყოფ უფლებამოსილ პირებს) კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში დაიცვან ცესკოს მიერ დადგენილი ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, რომელიც სრულად განსაზღვრავს ვირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებს.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)