|
2020-10-27 15:45:19, 651 ნახვა
ეკონომიკა
საგრანტო კონკურსის ფარგლებში 26,307 განაცხადი შემოვიდა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, ბიზნესიდეების მიღება დასრულებულია. წელს, პროგრამაში მონაწილეობის მსურველების უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ გამოგზავნა განაცხადები. ჯამში, 26,307-მა აპლიკანტმა დაარეგისტრირა ბიზნესიდეა მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამაში მონაწილეობის მსურველები, კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ პასუხებს 15 ნოემბრამდე მიიღებენ ელ. ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. „წელს, ბიზნესიდეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო ყველა მეწარმეს" - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი, მიხეილ ხიდურელი. აღსანიშნავია, რომ მიღებული განაცხადების განხილვა გამჭვირვალე პროცესს გულისხმობს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილების, დამოუკიდებელი ექსპერტები განახორციელებენ. ამასთანავე, მიუკერძოებელი შეფასების პროცესის უზრუნველსაყოფად, ყველა შემოსულ აპლიკაციას ავტომატურად ენიჭება კოდი. შემფასებლები კი ბიზნესიდეის ავტორის ვინაობის ნაცვლად, სწორედ აღნიშნული კოდით ახარისხებენ მიღებულ აპლიკაციებს. სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ხუთი წელია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. 2015-2018 წლის მონაცემებით, საგრანტო კომპონტენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 6,212 პროექტი. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 61 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)