|
2020-10-27 14:17:28, 947 ნახვა
რეგიონი
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და სკოლის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობისთვის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობისა და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2019 წელს აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, დაიგეგმა ახალი საუნივერსიტეტო კამპუსის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობა. ორივე მათგანი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით. ასევე, იგეგმება სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა. 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობაში. მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, ყოველწლიურად, საბაკალავრო პროგრამებზე განისაზღვრება 10 ახალი ადგილი, ადგილობრივი სტუდენტების უფასო სწავლა-განათლების მისაღებად, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. „დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობას ბათუმში. მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ ბათუმელებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, ვინაიდან წლების განმავლობაში იდგა საერთაშორისო სკოლის საჭიროების საკითხი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , რომ ეს ახალი საგანმანათლებლო კერა, ეს უნივერსიტეტი იქნება მასპინძელი არაერთი გაცვლითი და დუალური პროგრამის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეს არის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იმ საერთო ხედვიდან, რომელიც ემსახურება რეგიონის განათლების კერად ჩამოყალიბებას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 1500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 800-მდე მოსწავლეზე გათვლილი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება. კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე ბათუმის კამპუსს დაემატება ორი ახალი მიმართულება - კავკასიის საზღვაო სკოლა და კულინარიის აკადემია. უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი. კავკასიის უნივერსიტეტს მსოფლიოს 54 ქვეყნის 157-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს, რაც საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. სოციალურად დაუცველი და წარჩინებული მოსწავლეებისთვის, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურზე იმოქმედებს შეღავათები. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისათვის, ყოველწლიურად, მოთხოვნის შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება უფასო, 3 სატრენინგო კურსით უზრუნველყოფა კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან.
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)