|
2020-10-26 13:53:19, 638 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს
დედაქალაქის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს, რომელიც საზოგადოებას დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ წარუდგინა. პროგრამა ითვალისწინებს იმ მოქალაქეების პროფესიულ სწავლებას და დასაქმების ხელშეწყობას, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს. დაინტერესებულ პირებს 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ ონლაინ რეგისტრაცია ვებგვერდზე www.dasakmdi.ge სწავლება სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ბაზაზე წარიმართება და 15 ნოემბრიდან დაიწყება. მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობაა 2 თვე. პროგრამის ფარგლებში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი, კოლეჯი „იკაროსი“, კოლეჯი „მერმისი“ და კოლეჯი „სპექტრი“ 30-ზე მეტი მიმართულებით ასწავლიან. მათ შორის, სამშენებლო, საინჟინრო, დიზაინის, სურსათის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ტრანსპორტის სფეროში. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლება მინიმუმ 18 წლის მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და წარმოადგენს პანდემიის პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლების ცნობას ან ამავე პერიოდში, სახელმწიფოს მიერ გაცემული ფინანსური დახმარების ცნობას. ვებგვერდი www.dasakmdi.ge გარდა საინფორმაციო უზრუნველყოფისა, შეასრულებს საკომუნიკაციო და საკოორდინაციო ფუნქციას კერძო სექტორს, მუნიციპალიტეტს, პროფესიულ სასწავლებლებსა და დასაქმების მსურველ მოქალაქეებს შორის. გარდა რეგისტრაციისა, მოქალაქეები ვებგვერდზე მიიღებენ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, გაეცნობიან მოთხოვნად სპეციალობებს და საშუალო ანაზღაურებას. ამავე ვებგვერდზე კერძო სექტორი შეძლებს სხვადასხვა სპეციალობის კადრებზე მოთხოვნის დაფიქსირებას. მუნიციპალიტეტს და პროფესიულ სასწავლებლებს ექნებათ მუდმავად განახლებადი ინფორმაცია კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნად სპეციალობებზე, ასევე, პოტენციური პარტნიორი კომპანიების ბაზა, რაც ხელს შეუწყობს პრიორიტეტული სასწავლო მიმართულებების დაგეგმვას, ასევე კერძო სექტორის ჩართვას უშუალოდ გადამზადების პროცესში. 2021 წლიდან დაგეგმილია პროგრამის მასშტაბების გაზრდა.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)