|
2020-10-24 16:17:37, 749 ნახვა
ეკონომიკა
რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე - ვითხოვთ, რომ საშემოსავლო საშეღავათო პერიოდი 6 თვით გადავადდეს
ვითხოვთ, რომ საშემოსავლო საშეღავათო პერიოდი 6 თვით გადავადდეს, - ამის შესახებ რითეილ ასოციაციის თავმჯდომარემ, მირანდა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, გადავადების შემთხვევაში სექტორი შეძლებს მოსახლეობის სურსათით უწყვეტ მომარაგებას. „წარმოვადგენ ორგანიზებული ბაზრის სასურსათო ქსელური მაღაზიების რითეილ ასოციაციის თავმჯდომარეს, შესაბამისად, ჩვენზე, სახელმწიფოს კეთილი ნებით, ვრცელდებოდა საშემოსავლოს საშეღავათო პერიოდი პირველ ნოემბრამდე, რომელმაც ძალიან დადებითად იმოქმედა სექტორზე, ვინაიდან, ჩვენ შევძელით, სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ვინაიდან ეპიდსიტუაცია არ გაუმჯობესებულა და პირიქით, გაუარესებულია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსი „ლოკდაუნი" არ იგეგმება, თუმცა ჩვენ „ლოკდაუნის" დროსაც ვმუშაობდით, იმიტომ, რომ ეს წარმოადგენს სასურსათო მაღაზიებს, სახელმწიფოსაც, რა თქმა უნდა, შეზღუდული რესურსები აქვს, აქედან გამომდინარე ვითხოვთ, რომ გადავადდეს შემდეგი 6 თვით ეს შეღავათი, რომელიც პოზიტიურად იმოქმედებს ჩვენს სექტორზე, რომ შევძლოთ მოსახლეობის სურსათით უწყვეტი მომარაგება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ამჟამინდელი ვადა არის პირველ ნოემბრამდე, შესაბამისად არის ვადა ჯერ კიდევ", - აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)