02:29 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 17:00:41, 909 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ისევეა დაინტერესებული არაღიარებული ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, როგორც რუსეთი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს, როგორც რუსეთს აქვს სრული უფლება მიიღოს მონაწილეობა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში.

„თუ რუსეთს სურს მიიღოს მონაწილეობა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, თურქეთი თვლის, რომ არანაკლები უფლება აქვს, მიიღოს ანალოგიური მონაწილეობა. ჩემამდე არ მოსულა აღნიშნულ თემაზე რუსეთის ფედერაციის უარყოფითი კომენტარი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა.

მანვე დასძინა, რომ სომხეთი კონფლიქტში რუსეთის ჩარევას მხარს უჭერს, აზერბაიჯანს კი, შესაბამისი უფლება აქვს, რომ აღნიშნულ კონფლიქტში თურქეთის ჩართვას დაუჭიროს მხარი.

„მოლაპარაკებების მაგიდასთან, როგორც რუსეთი, ასევე ანკარა უნდა იყოს“, - დასძინა პრეზიდენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics