03:41 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 15:03:09, 458 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის სტუდენტური პროგრამა - „თიბისი კემპი" გრძელდება

„თიბისის" სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის" მეორე ნაკადი დაიწყო.

„თიბისი კემპი" ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაშია ინტეგრირებული და მსურველებისთვის მასში ჩართვა ნებაყოფლობითია.

სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში პროგრამის სხვადასხვა ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს დაესწრებიან. შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ ბიზნეს-ქეისებს, რომლებიც მათ დავალებასთან იქნება კავშირში. ბოლო ეტაპზე კი ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგება, საბოლოო საინვესტიციო პროექტს წარადგენენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

ჟიურის რჩეულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცემა.

პროექტში ამ ეტაპზე 12 უნივერსიტეტია ჩართული:

·       თავისუფალი უნივერსიტეტი

·       საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

·       კავკასიის უნივერსიტეტი

·       ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)

·       ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

·       ევროპის უნივერსიტეტი

·       ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

·       საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

·       შავი ზღვის უნივერსიტეტი

·       ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

·       გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

·       საქართველოს უნივერსიტეტი

პროექტი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას მიიღებენ, უკეთ გაეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics