|
2015-09-21 16:29:41, 888 ნახვა
სამხედრო
მშვიდობის დღესთან დაკავშირებით, ქართველმა სამხედროებმა მოსწავლეებს ავღანეთიდან საპასუხო წერილები გამოუგზავენს
დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მშვიდობის დამცველები თბილისის 133-ე საჯარო სკოლის პატარა მეგობრებს შეხვდნენ. პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედროებმა 133-ე სკოლის VIა კლასის მოსწავლეებს საპასუხო წერილები გამოუგზავნეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებს წერილები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ოფიცრებმა მიუტანეს და სამახსოვროდ 43-ე ბატალიონის მიერ გამოგზავნილი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცეს, რომელიც ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ბატალიონის მართვის პუნქტის წინ იყო აღმართული. ოფიცრებმა პატარა მეგობრებს ვიდეორგოლიც უჩვენეს და აუხსნეს, თუ როგორ უზრუნველყოფენ ქართველი ჯარისკაცები მათი თანატოლების მშვიდობასა და უსაფრთხოებას ავღანეთში. მოსწავლეებმა მშვიდობისდამცველებს გულთბილი დახვედრა ქართული ხალხური საბრძოლო სიმღერით „ლაშქრული“ მოუწყეს და კლიპი უჩვენეს, სადაც ასახულია რამ შთააგონა პატარები სამშობლოდან შორს მყოფი სამხედროებისთვის წერილები მიეწერათ; შეხვედრის ბოლოს კი თეატრალური წარმოდგენა „სათაგური“ შესთავაზეს. 133-ე სკოლის მოსწავლეებმა ქართველ სამხედროებს ავღანეთში წერილები ივნისში გაუგზავნეს. „წერილები ჯარისკაცებს“ საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს წერენ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. საპასუხო წერილებს ბავშვებს ჯარისკაცებიც უგზავნიან. პროექტის მიზანი, სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)