|
2020-10-22 13:00:03, 500 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში, ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში, ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო. შემოღობილ ტერიტორიაზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, განთავსდება საბავშვო ზონა ატრაქციონებით, დამონტაჟდება სკამები, სანაგვე ურნები. კეთილმოწყობილ სკვერში მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი, უკვე დამონტაჟდა განათების ბოძები, ასევე, დაირგო მცენარეები და მხატვრების მიერ მოიხატა კედლები. „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცე შევქმნათ, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვცდილობთ სკვერები, რომლებითაც ისარგებლებენ ბავშვები და უფროსები, იყოს კომფორტული, ლამაზი და ხარისხიანი. ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობასაც, რომ გაუფრთხილდნენ გარემოს და ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ. ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს. მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში 14 დასასვენებელი სივრცე მოეწყო, კიდევ რამდენიმე მისამართზე კი, სამუშაოები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)