|
2020-10-21 15:30:38, 376 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში მარინა ეზუგბაიას ხელმძღვანელობით შექმნილი მობილური ჯგუფის წევრები მუშაობას აგრძელებენ
აჭარაში მარინა ეზუგბაიას ხელმძღვანელობით შექმნილი მობილური ჯგუფის წევრები მუშაობას აგრძელებენ. სპეციალისტები რეგიონში პაციენტების მართვას უწევენ კოორდინაციას, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებში გამართული ინდივიდუალური ვიზიტების შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ერთად სამუშაო შეხვედრა შედგა იმ სამედიცინო დაწესებულებების კლინიკურ დირექტორებთან, სადაც კოვიდ დადებითი პაციენტების მკურნალობა მიმდინარეობს. ამასთანავე, ნინო ნიჟარაძემ დასძინა, რომ ამ ეტაპზე აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩართულია 10 სამედიცინო დაწესებულება, აქედან ოთხი კლინიკა პაციენტების მიღებას ე.წ. ჰიბრიდული მეთოდით ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)