|
2020-10-21 11:56:50, 562 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით საინფორმაციო პავილიონები განთავსდა
ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, აბაშიძის და მათ გადამკვეთ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო მუნიციპალური პავილიონები განთავსდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასო პარკირებით სარგებლობისთვის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შეუძლია. დედაქალაქის მერმა მოსახლეობას პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ უკვე კონკრეტულ უბნებში დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და ბევრი ადამიანი სარგებლობს. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ზოგადად, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ტრანსპორტის გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველაფერი, რისგანაც შედგება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. ვაკის რაიონშიც, ისევე, როგორც სხვა უბნებში, პარკირების ღირებულება 1 საათი 1 ლარი იქნება. „ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე უფასო იქნება შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. უფასო პარკირებით ისარგებლებენ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებიც, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება 1 საათი, ხოლო პირველი 15 წუთი უფასო“,- განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)