13:56 - 04 Aug, 2026
|
2020-10-20 18:08:37, 622 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის IV მიკრორაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის, გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N13-14 კორპუსებთან დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. პირველ ეტაპზე შიდა კვარტალურ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაზიანებული საფარის დემონტაჟი. ამის შემდეგ მოეწყობა გზის ახალი საფუძველი, ბოლოს კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის შედეგად, 4700-მდე კვ. მ ფართობის გზა მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს. აღნიშნულ შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაციის მიზნით, გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 330 000 ლარი დაიხარჯება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)