01:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 16:34:33, 827 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის ჯარი სომხეთის საზღვარს მიუახლოვდა - არაღიარებული ყარაბაღი ინფორმაციას ადასტურებს, სომხეთი კი უარყოფს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში აზერბაიჯანულმა ჯარმა ზანგელანის, ჯებრაილის, ფიზულის და ჰოჯავენდის რაიონებში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი აიღო.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთინიანმა განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებები გრძელდება ინტენსიურად მტელი ფრონტის ხაზზე, არანალებ მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ქაშათაღის რაიონის იშხანაძორის, კოვსაკანისა და მიდჟავანის რაიონებში“, - განაცხადა პრეიზდენტმა.

მიჯავანი არის სოფელი ზანგელანის სამხრეთით, სომხეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. იშხანაძორი სოფელია მდინარე  აკერის ხეობაში. აქედან გამომდინარე, არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ საომარი მოქმედებები სომხეთის საზღვართან მიმდინარეობს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმია იმავე რაიონში უკან იხევს.

„სამხრეთის მიმართულებით - ხუდაფერინის წყალსაცავთან - მტერი უკან იხევს და განიცდის დიდ დანაკარგებს“, - დაწერა შუშან სტეპანიანმა „ტვიტერში“.

„ხუდაფერინის წყალსაცავი ზანგელანიდან 13 კილომეტრში მდებარეობს“, - განაცხადა ალიევმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics