|
2020-10-19 23:43:31, 5668 ნახვა
სოსო შატბერაშვილი - თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი „პატრიოტთა ალიანსს დაუჭირეთ!
"პატრიოტთა ალიანსის" მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ბედ-იღბალის იმ 150 ადამიანზე გადაბარებაა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უღირსები არიან და ქვეყნის ბედი არ ადარდებთ. მისი თქმით, იმისათვის, რომ მოხდეს ოსებთან და აფხაზებთან შერიგება, აუცილებელია ყველა მივიდეს არჩევნებზე და მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭიროს. "ვის ანდობს საზოგადოება ქვეყნის ბედს? მე ეს არა ერთხელ განმიცხადებია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საპარლამენტო არჩევნები არის ქვეყნის ბედ-იღბალის გადაბარება 150 ადამიანზე. ეს 150 ადამიანი ხშირ შემთხვევაში არის უღირსი. პარლამენტში ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც არათუ ქვეყნის ბედი, არამედ ორი ბატიც არ მიებარებათ - ასეთი ადამიანების ხელში რჩება ძალაუფლება. ამის მიზეზი არის პოპულიზმი, რომლის "მამამთავარი", შემიძლია ვთქვა, რომ არის სააკაშვილი, თუმცა, საზოგადოება გაიზარდა და აღარ სჯერა მისი. მე მოსახლეობასთან ყოველდღიურად უამრავ შეხვედრას ვმართავ - მათ ასე მარტივად ვეღარ მოატყუებ, თუმცა, ნიჰილიზმი მაინც არის - "არ მოვალ, უჩემოდ მაინც გადაწყდება, ჩემი ერთი ხმა რას წყვეტს". მე მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, სწორედ თქვენი ერთი ხმა შესაძლოა, იყოს გადამწყვეტი! ამიტომ მობრძანდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ "პატრიოტთა ალიანსს"! თუკი ვინმეს სურს და ვიცი, რომ ყველას უნდა შერიგება ოსებთან, აფხაზებთან და ასევე რუსეთთან, რომლის ტანკებიც აქვე, ახალგორთან დგას - მობრძანდით და მიეცით ხმა "პატრიოტთა ალიანსს", რადგან ეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია!" - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)